weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა 

16:02 ოთხშაბათი, 09 თებერვალი 2022

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ოთარ დანელია დანიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დანელიასთან შეხვედრისას ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია და ამ სექტორს მაქსიმალური თანადგომა ექნება.

„პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესთან ღიად თანამშრომლობა, ნაკლები ბარიერები და რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გაუმარტივდეს ბიზნესს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციში.

ოთარ დანელია 2021 წლის აგვისტოდან დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, ნინო კვეტენაძე ასრულებდა.

2014-2016 წლებში, ოთარ დანელია იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხოლო 2016–2020 წლებში – საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე დანელიას სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა ეკავა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]